კარლ ჰარცელი - ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა პროპორციული სისტემის პირობებში პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება
ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს ახალ პროპორციულ სისტემაზე, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს ახალ პროპორციულ სისტემაზე, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება. ზოგადად მნიშვნელოვანია, როგორ ჩაერთვება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა პოლიტიკურ დისკურსში და ამ ქვეყნის განვითარებისთვის გამრავალფეროვნებული პოლიტიკური დისკურსი არის პოზიტიური“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.