კარლ ჰარცელი - 9 აპრილის ტრაგიკულმა შედეგებმა გაუხსნა გზა სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს
9 აპრილის ტრაგიკულმა შედეგებმა გაუხსნა გზა სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს – განცხადება ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სოციალურ ქსელ „თვითერში“ გააკეთა.
კარლ ჰარცელის თქმით, ამჟამად საქართველო ევროკავშირის მთავარი პარტნიორია.
„ვუერთდებით საქართველოს მისი ეროვნული ერთობის დღეს, პატივს მივაგებთ 30 წლის წინ საბჭოთა ჯარების მიერ სისასტიკით მოკლულების და დაჭრილების ხსოვნას. 9 აპრილის ტრაგიკულმა შედეგებმა გაუხსნა გზა სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც დღეს ევროკავშირის მთავარი პარტნიორია“, – აღნიშნა კარლა ჰარცელმა.