კორონავირუსის ინფექცია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) უკვე უამრავ ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის კევინ დურანტს, რუდი გობერს, მარკუს სმარტს, დონოვან მიჩელს და სხვებს. საბედნიეროდ, სპორტსმენებს ეს ვირუსი საკმაოდ იოლ ფორმებში გადააქვთ და ამ შემთხვევაშიც ინფიცირებულ კალათბურთელებთან გართულებები არ აღინიშნება.
ვირუსმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „მინესოტას“ კალათბურთელ კარლ ენტონი ტაუნსის დედა. „ტიმბერვულვზის“ ცენტრმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა. ტაუნსმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის.
მიმდინარე თვის დასაწყისში ტაუნსმა 100 000 დოლარი მინესოტაში არსებულ „მაიოს“ საავადმყოფოს პანდემიასთან გასამკლავებლად გაუგზავნა.