კარიუსის პირველ შეცდომამდე ორი წუთით ადრე, სერხიო რამოსმა მეკარეს იდაყვი ჩაარტყა [ვიდეო]
კარიუსის პირველ შეცდომამდე ორი წუთით ადრე, სერხიო რამოსმა მეკარეს იდაყვი ჩაარტყა [ვიდეო]

„რეალისა” და “ლივერპულის” ფინალში მეორე ტაიმის სტარტზე, მადრიდელთა ცენტრალურ მცველს სერხიო რამოსს თავის კარიერაში მორიგი უმსგავსო საქციელი ჰქონდა.

49-ე წუთზე, “რეალის” ერთ-ერთი შეტევისას, რამოსმა “ლივერპულის” მეკარესთან ლორის კარიუსთან მიირბინა და იდაყვი სახეში ჩაარტყა. შეხვედრის ვერცერთმა არბიტრმა ეს ეპიზოდი ვერ შეამჩნია.

ორი წუთის შემდეგ, კარიუსმა ბურთი ქარიმ ბენზემას დაუგდო და ანგარიში გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა პირველ ტაიმში ტრავმა მიაყენა “ლივერპულის” ლიდერს, მოჰამედ სალაჰს, რომელმაც თამაში ვერ გააგრძელა.