თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების მიღწევაზე ოპტიმიზმს ინარჩუნებენ
თეთრი სახლი ოპტიმიზმს ინარჩუნებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პრესსპიკერ კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის შეფასებით, მხარეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, შესაძლოა, გადაილახოს.
„ორივე მხარის პოზიციების დეტალური შეფასება აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ დარჩენილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, განვაგრძოთ ამ პროცესის მხარდაჭერა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ჟან-პიერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია დახმარების გაზრდა და მძევლების დაბრუნება.