კარენ კარაპეტიანი - მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ კრიტიკულ მომენტებში ლოგიკური გადაწყვეტილებების მოძებნა შეგვიძლია
ეს უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმწიფის უმთავრესი გამოცდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ მუშაობა შეფერხების გარეშე უნდა გააგრძელოს.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც უნდა ვიპოვოთ გადაწყვეტილება. ჩვენს ქვეყანაში ყველა ელოდება, რომ შეუფერხებლად გავაგრძელოთ ნორმალური მუშაობა. ამ მუშაობაში არანაირი შეფერხება არ უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმწიფის უმთავრესი გამოცდა“, – განაცხადა კარაპეტიანმა მთავრობის სხდომაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა თავდაცვის მინისტრს, სამხედროებსა და სამართალდამცველებს.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია გაერთიანება, შეკრება, ერთმანეთთან საუბარი და ლოგიკური გადაწყვეტილებების მოძებნა კრიტიკულ მომენტებში“, – აღნიშნა კარაპეტიანმა.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კარენ კარაპეტიანი ასრულებს.