კარანტინის წესების დარღვევისთვის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი დააკავეს
კარანტინის წესების დარღვევისთვის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი დააკავეს

მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავა. პოლიციამ მიტროპოლიტთან ერთად კიდევ 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის უმეტესობა მღვდელია.

გავრცელებული ინფორმაცით, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებისა, სასულიერო პირებმა ღვთისმსახურება მაინც ჩაატარეს.

პოლიციის განცხადებით, ამ ქცევით სასულიერო პირებმა კარანტინის წესი დაარღვიეს.