კარაკასში ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
კარაკასში ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

კარაკასში ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან წამლების დეფიციტის პრობლემის გადაჭრას ელიან.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში უკიდურესი ვითარებაა წამლების არქონის გამო და ის ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

გასული წლის ბოლოდან ვენესუელაში წამლების 85%-იანი დეფიციტია, ამასთან ერთად, გაუმართავია საავადმყოფოების ინფრასტრუქტურა და არის ექიმების სიმცირე.

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ვენესუელას ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში ბრალს ოპოზიციას, აშშ-სა და სხვა უცხოურ ძალებს სდებს. კრიზისის ფარგლებში მილიონობით ადამიანი საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვევით არის აღმოჩენილი.