ლენჯერისა და მესტიის ნაწილში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 21 აგვისტოდან მოიხსნება
21 აგვისტოდან გაიხსნება ლენჯერის ქვედა ზონა და მესტიის ზედა ზონა, – ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ჩაკეტილი დარჩება მესტიისა და ლენჯერის კიდევ ერთი ნაწილი.
„გუშინ აღებული ტესტების პასუხები დღეს, შუადღის შემდეგ გახდება ცნობილი. ეს პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ აუღეს „პისიარ“ ტესტები. ხვალ დავიწყებთ ლენჯერის თემის, აგრეთვე მესტიაში იმ უბნების გატესტვას, სადაც შემთხვევები იყო დაფიქსირებული. შემდგომ, როგორც გვაქვს რეკომენდაცია, ისე მოვიქცევით – 21 აგვისტოდან გაიხსნება ლენჯერის ქვედა ზონა და მესტიის ზედა ზონა, მესტიასა და ლენჯერს შორის გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.