კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე, დონალდ ტრამპის ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, რომლებიც იძიებდნენ რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტის მცდელობებს, გაეუქმებინა 2020 წლის არჩევნების შედეგები. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჩემს ადვოკატებს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ იუსტიციის სამინისტროსთან ამ დილით, სადაც დეტალურად ახსნეს, რომ მე ცუდი არაფერი გამიკეთებია, ბევრი ადვოკატის რჩევა იყო, რომ ჩემ მიმართ ბრალდება კიდევ უფრო გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ტრამპი მმართველობის ბოლო თვეების განმავლობაში მათზე ზეწოლას ახდენდა ამომრჩევლების ფართო გაყალბების შესახებ განცხადებებით.
ამასთან, მედიის ცნობით, მისი მხარდამჭერები თავს დაესხნენ აშშ-ის კაპიტოლიუმს 2021 წლის 6 იანვარს, რათა კონგრესს შეეჩერებინა ბაიდენის გამარჯვების დადასტურება. შემდგომში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა ჩაატარა გამოძიება 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ტრამპის დევნას „აჯანყების წაქეზებისთვის“.
დონალდ ტრამპმა 18 ივლისს განაცხადა, რომ მან მიიღო პროკურორისგან წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის გამოძიების სამიზნე აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით გახდა.