კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მომხრეების შტურმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნა იგეგმება
კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მომხრეების შტურმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნა იგეგმება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა.
კანონმდებლებისადმი წერილში, ნენსი პელოსი აღნიშნავს, რომ კომისია შეიქმნება 11 სექტემბრის ტერაქტების გამოსაძიებლად ჩამოყალიბებული კომისიის მიხედვით.
„ჩვენ უნდა გავიგოთ სიმართლე, თუ როგორ მოხდა ეს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
მისი თქმით, კომისია გამოიძიებს კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტებსა და მიზეზებს, ასევე კაპიტოლიუმის პოლიციისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების მზადყოფნასა და ქმედებებს და შესაბამის ანგარიშს მოამზადებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სენატმა დონალდ ტრამპი მეორე იმპიჩმენტის ფარგლებში გაამართლა. ყოფილ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ედებოდა ბრალი.