კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასამართლომ გამოიტანა. ეს ამავე საქმეზე ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთა შორის ყველაზე მკაცრი ვერდიქტია.

საქმე ეხება პენსილვანიის შტატში მცხოვრებ 49 წლის მამაკაცს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს წინ მიუძღოდა ტრამპის მხარდამჭერებს და პოლიციელებს დაესხა თავს. კერძოდ, მან სამართალდამცავების წინააღმდეგ წიწაკის სპერეი გამოიყენა და სკამი ჩაარტყა.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი 950 ადამიანს წაუყენეს. სასამართლოებმა 600-ზე მეტი განაჩენი უკვე გამოიტანეს.