კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის
6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის.
კერძოდ, საგამოძიებო კომისია, რომელმაც 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დღეს ბოლო საჯარო მოსმენა გამართა, მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ბრალი უნდა წარუდგინოს სისხლის სამართლის ოთხი მუხლით – ოფიციალური პროცედურის ხელის შეშლა, აშშ-ის მოტყუების მიზნით შეთქმულება, ყალბი განცხადების გაკეთების მიზნით შეთქმულება და ამბოხისკენ წაქეზება.
კონგრესის პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება რეკომენდაციას წარმოადგენს. ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იღებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მომხრეთა მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე იუსტიციის დეპარტამენტი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც ბრალი ასობით პირს აქვს წაყენებული.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა.