კანზასის ერთ-ერთ ბარში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
კანზასის ერთ-ერთ ბარში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

კანზასის ერთ-ერთ ბარში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ხუთი ადამიანი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცნობილია, რომ ის წარმოშობით ლათინოამერიკელია. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.