კანში სერიალების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
რივიერა ისტორიაში პირველად უმასპინძლებს სერიალების ფორუმს.
ფესტივალს ჟან ჟაკ ანაუდის სატელევიზიო შოუ სახელწოდებით The Truth About the Harry Quebert Affair გახსნის, რომელშიც მთავარ როლს „გრეის ანატომიის“ მსახიობი პატრიკ დემპსი ასრულებს.
კანი ფესტივალს 4 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.