კანონმდებლობით, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის ვალდებულება ჩნდება
კანონმდებლობით, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის ვალდებულება ჩნდება

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის ვალდებულება ჩნდება.

შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა, ავტორი კი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომელი მომხმარებლები ითვლებიან, ელექტროენერგიის პირდაპირ და საცალო მომხმარებლებად.

„2018 წლის პირველი მაისიდან, საბითუმო ბაზარზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლის დაშვება მოხდება, რისთვისაც შემუშავებულია კრიტერიუმები. კერძოდ, ის მომხმარებლები, რომლებიც ელექტროენერგიას გადაცემის,გენერაციის ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან იღებენ, ასევე კალენდარული წლის შედეგებით, მათი საშუალო თვიური მოხმარება არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეადგენს, პირდაპირ მომხმარებლებს წარმოადგენენ და სავალდებულო წესით საბითუმო ბაზრის მონაწილეებად დარეგისტრირდებიან. წარმოდგენილ კრიტერიუმებს მხოლოდ ოთხი საწარმო – „ჯორჯიან ინკორპოერიშენი“, „ცეხი 1“, „ბი ეფ დი სი ჯორჯია“ და „ბლოქ ფაუერი“ აკმაყოფილებენ, რომელთაგან სამი კრიპტოვალუტის მწარმოებელი მსხვილი საწარმოა. რაც შეეხება დანარჩენ მომხმარებლებს, მათ თავისუფალი არჩევანი უნარჩუნდებათ, ელექტროენერგიის საცალო ან პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.