კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მესამე შაბათს იმართება. კანონის მიხედვით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომელთაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში, მათ შორის თბილისში, მეორე ტურია მოსალოდნელი.