დღეს, ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 2017 წლის ბოლოს შეხვედრას ჩაატარებს.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან და ამით სეზონს დახურავენ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის წინ წყალტუბოს პარკში მსუბუქად ივარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დებიუტანტს, ლევან გეგეჭკორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
საქართველო-ბელარუსის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 18:00 საათზე შემოგთავაზებთ.