კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა ექიმი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
დაჭრილია აღნიშნული დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო ბრალდებული კი, დაკავებული არ არის.