ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო სამწვრთნელო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ჩინური გრანდის “გუანგჯოუ ევერგრანდის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ამ პოსტზე 44 წლის კანავარომ ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარი შეცვალა. უფრო ადრე, ბრაზილიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ტოვებს “გუანგჯოუს”, რომელიც ოქტომბერში ზედიზედ მეშვიდედ გახდა ჩინეთის ჩემპიონი.
კანავარომ 6 ნოემბერს დატოვა “ტიანძინის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. იტალიელმა ეს გუნდი 2016 წელს, ჩინეთის სუპერლიგაში გადაიყვანა, 2017 წელს კი მესამე ადგილზე გაიყვანა.