კანარის კუნძულებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
კანარის კუნძულებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. ოთხი მამაკაცი და ერთი არასრულწლოვანი ბიჭი ესპანეთის პოლიციამ აიყვანა, ისინი ქალაქ მასპალომას განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფებიან.
სამართალდამაცვები მომხდართან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებენ. როგორც ესპანური მედია წერს, დაკავებულები ამბობენ, რომ ისინი დაჯგუფება „ახალი მგლების ხროვის“ წევრები არიან. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა გოგონაზე თავდასხმა მობილურით გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ „მგლების ხროვა“ ასევე ერქვა იმ ჯგუფს, რომლის წევრებმაც 2016 წელს ქალაქ პამპლონაში ახალგაზრდა ქალზე იძალადეს. ინციდენტი სან ფერმინის ფესტივალზე მოხდა. მოგვიანებით, დაპატიმრებული ექვსი მამაკაციდან ხუთი სასამართლომ მხოლოდ სექსუალურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ, ხოლო გაუპატიურების მუხლი მოუხსნა. შედეგად, გასულ კვირას ხუთივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის გამო ესპანეთის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.