კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე საპატრიარქოში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა 
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე საპატრიარქოში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, საპატრიარქოში კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი მათ შორის, გია ჟორჟოლიანი, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე და მირიან წიკლაური ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ისაუბრეს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე.

დეპუტატების განცხადებით, საუბარი იყო იმაზე, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი იღებს, უნდა შეესაბამებოდეს იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოებაში არის.

“საუბარი იყო იმაზე, რომ მუდმივად გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი იღებს, უნდა შეესაბამებოდეს იმ განწყობებს, რომელიც არის საზოგადოებაში, უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული და ინტენსიური საზოგადოებასთან. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მივიღეთ, პარლამეტში დეპუტატების ერთი ჯგუფი ისედაც მხარს უჭერდა. მივმართავ ყველა ჩვენს მოქალაქეს, პრობლემები ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და არ შეიძლება, ყველაფრის ვიღაცაზე მინდობა, განსაკუთრებით ერთ კაცზე მინდობა, ვიყოთ აქტიურები და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მთავარია, რომ შენარჩუნდეს ამ დიალოგის შესაძლებლობა”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გია ჟორჟოლიანმა.