კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდებიან 
კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდებიან 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საპატრიარქოში დაუდასტურეს.

შეხვედრა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული, რომლის თემაც, არსებული ინფორმაციით, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი იქნება.