კანადის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს კანადის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე
კანადის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს კანადის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
როგორც კანადის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათ არ აქვთ გეოგრაფიული შეზღუდვები თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე.
„უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან საკუთარი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ. კანადას არ აქვს გეოგრაფიული შეზღუდვები სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ“, – განაცხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრე-ენ პულინმა.
ამასთან, ანდრე-ენ პულინმა აღნიშნა, რომ კანადის დახმარება შეესაბამება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნებს, საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც შექმნილია იარაღის უკანონო გადაცემისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესამცირებლად.