კანადის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კანადა უკრაინას 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას უგზავნის
კანადა უკრაინას 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას უგზავნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი წერს.
ჯასტინ ტრიუდოს თქმით, კანადა უკრაინის გვერდით დგას.
„როგორც ჯასტინ ტრიუდომ დღეს გამოაცხადა, კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონი დოლარის ლეტალურ და არა ლეტალურ სამხედრო დახმარებას მიაწვდის, მათ შორის კანადაში დამზადებულ კამერებს, რომლებიც სამხედრო დონეზე გამოიყენება და სხვა სპეციალიზებულ აღჭურვილობას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად“, – წერს კანადის თავდაცვის მინისტრი.