კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მელანი ჯოლის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში. მელანი ჯოლიმ კანადის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერა გამოუცხადა.
„შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე. კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – წერს მელანი ჯოლი.