კანადის რამდენიმე ქალაქს ქარბორბალა დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე ხუთი პირი დაშავდა. ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ოტავასა და გატინოში ქარბორბალამ გარკვეულ ადგილებში ნგრევა გამოიწვია. ნაწილობრივ დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი. ადგილობრივი მოსახლეობა კი იძულებული გახდა მშობლიური სახლები დაეტოვებინა.
ქალაქებში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ქალაქები ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაუთვალიერებიათ.
ოტავასა და გატინოში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ჯასტინ ტრუდომ სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ხელისუფლება ვითარების მონიტორინგში აქტიურად არის ჩართული.