კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპზე ცუდი არაფერი უთქვამს
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ცუდი არაფერი უთქვამს. კანადის პრემიერი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის დონალდ ტრამპზე ხუმრობს, უარყოფს.
ტრუდოს განმარტებით, როდესაც თქვა, რომ „მისი გუნდის წევრებს ყბა ჩამოუვარდათ“, ის მომენტი იგულისხმა, როდესაც ტრამპმა კემპ დეივიდის რეზიდენცია მომდევნო დიდი შვიდეულის სამიტის ჩატარების ადგილად გამოაცხადა.
„ყველამ იცის, რომ აშშ-სა და კანადას ძალიან კარგი, ეფექტური ურთიერთობა აქვთ და ის გაცილებით ღრმაა, ვიდრე ჩვეულებრივი ურთიერთობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
შეგახსნებთ, დღეს მედიით ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც კანადის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ნიდერლანდების პრემიერი სავარაუდოდ დონალდ ტრამპზე ხუმრობენ.