კანადის ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, სირიელი ქურთებისთვის განკუთვნილი იარაღი უკრაინას გადასცეს
კანადის ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, სირიელი ქურთებისთვის განკუთვნილი იარაღი უკრაინას გადასცეს

კანადაში ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, სირიელი ქურთებისთვის განკუთვნილი იარაღი უკრაინას გადასცეს. შესაბამისი ინიციატივა კონსერვატიულ პარტიას ეკუთვნის.

როგორც კანადური Nsnews იუწყება, კანადის ხელისუფლებამ ქურთი მეამბოხეების შეიარაღების გადაწყვეტილება წელიწადნახევრის წინ მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია 9,5 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხით ტყვიამფრქვევების, ნაღმმტყორცნების, ყუმბარმტყორცნების და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების შეძენა იგეგმებოდა.  ეს იარაღი კი, ქურთ მეამბოხეებს „ისლამური სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად უნდა გამოეყენებინა.

თუმცა, ამ ინიციატივის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან ერაყის მთავრობამ იარაღის უსაფრთხოების გარანტიები ვერ გასცა.

ამჟამად, აღნიშნული შეიარაღება კანადაში, კერძოდ მონრეალში მდებარე საწყობში რჩება.

„ჩვენი მთვარობა ამ იარაღს ინახავს და მას მტვერი ედება, როდესაც უკრაინაში ძალადობა გრძელდება. იმის ნაცვლად, რომ ეს იარაღი გაფუჭდეს, მოდით გადავცეთ მათ, ვინც ამ იარაღის გამოყენებას შეძლებს“ – განაცხადა დეპუტატმა ჯეიმს ბეზანმა.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა კანადას შეიარაღების გადაცემის შესახებ. ექვის თვის წინ, ჯასტინ ტრუდოს მთავრობა უკრაინაში იარაღი ექსპორტზე აკრძალვის მოხსნას დათანხმდა, თუმცა ხელისუფლება არ ამბობს, განხორციელდა თუ არა კიევისთვის შეიარაღების მიწოდება.