კანადის ნოვა სკოტიის პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანია დაკარგული
კანადის ნოვა სკოტიის პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანია დაკარგული, მათ შორის, ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ორი ბავშვი მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც მოვარდნილმა წყალმა დატბორა. მანქანაში მყოფმა სამმა ადამიანმა თავის დაღწევა შეძლო.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ჩაერთონ დაკარგული მოქალაქეების ძებნის ოპერაციაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა. წყალდიდობის შედეგად ათასობით საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია გზები და ხიდები.
ნოვა სკოტიის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.