კანადის ელჩი - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი არის დაბრკოლება ევროატლანტიკურ გზაზე, დარწმუნებული ვართ, ქართველები დაძლევენ ამ უკუსვლას
საქართველოს პარლამენტის გუშინდელ სხდომას იმედგამაცრუებელი შედეგები მოჰყვა. დარწმუნებული ვართ, ქართველები დაძლევენ ამ უკუსვლას, აღჭურვილნი თავიანთი ერისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და მონდომებით, – ამის შესახებ საქართველოში კანადის ელჩმა, კევინ ჰამილტონმა განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტის გუშინდელ სხდომას იმედგამაცრუებელი შედეგები მოჰყვა. მმართველი პარტიის კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველები საბოლოოდ დაძლევენ ამ უკუსვლას, აღჭურვილნი თავიანთი ერისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და მონდომებით“, – დაწერა კევინ ჰამილტონმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.