კანადელმა სამართალდამცველებმა ოტავაში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 170-მდე ადამიანი დააკავეს
კანადელმა სამართალდამცველებმა ოტავაში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 170-მდე ადამიანი დააკავეს

კანადელმა სამართალდამცველებმა ოტავაში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 170-მდე ადამიანი დააკავეს. პარლამენტის წინ გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ წიწაკის სპრეი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.  ასევე, პროტესტის ადგილიდან 21 ავტომობილი გაიყვანეს.

სამართალდამცველებმა აქციის დაშლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მთავრობამ ამისთვის საგანგებო აქტი აამოქმედა.

კანადაში დემონსტრაციები უკვე სამი კვირაა გრძელდება. საპროტესტო აქცია იანვრის ბოლოს დაიწყო, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა გაემართა ოტავასკენ, რათა გაეპროტესტებინათ აშშ-კანადის საზღვრის გადასაკვეთად სავალდებულო კოვიდვაქცინაცია.

მოგვიანებით, დემონსტრაციამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო და კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მოძრაობაში გადაიზარდა სატვირთო მანქანების მძღოლებმა ოტავას ე.წ. წითელ ზონაში სხვადასხვა სახის კონსტრუქცია აღმართეს.