კანადაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, სამი პროფესიონალი მთამსვლელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ინციდენტი ალბერტას პროვინციაში, ბანის ეროვნული პარკში მოხდა. მთამსვლელები მწვერვალ ჰოუვსის დალაშქვრას ცდილობდნენ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3295 მეტრია.
სამძებრო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ზვავის ჩამოწოლის საფრთხე აფერხებს. გარდაცვლილთა შორის ორი ავსტრიელი და ერთი ამერიკელი მთამსვლელია.