ფრანგი სამთო მოთხილამურე დავიდ პუასონი კანადის მთებში ვარჯიშის დროს დაიღუპა, – იტყობინება სააგენტო AFP.
ტრაგედია სამთო-სათხილამურო კურორტ ნაკისკაში მოხდა, სადაც 35 წლის მოთხილამურე მთიდან ეშვებოდა.
პუასონი ცნობილი სპორტსმენი იყო. მას მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე სწრაფდაშვებაში ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული. აგრეთვე, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ორ ოლიმპიადაში – 2010 და 2014 წლებში.