კანადაში, სროლის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდმცველია.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი თავდამსხმელი, მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.
სამართალდამცველები რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გავიდნენ სახლებიდან, სანამ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.