კანადაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, კიდევ ოთხი დაიჭრა.
ინციდენტი ქალაქ მისისაუგაში მოხდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას მოკლული 17 წლის მოზარდი და ოთხი დაჭრილი დახვდათ. დაჭრილებს შორის ერთი ქალი და სამი არასრულწლოვანია.
მომხდართან დაკავშირებით ძებნა რამდენიმე ადამიანზე გამოაცხადეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.