კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა
კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა

კანადაში, მანიტობას პროვინციის მახლობლად, სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათი პირი, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სატვირთოსა და ავტობუსის მძღოლებიც არიან.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საჰაერო დახმარება.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. გადამზიდი კომპანია, რომელსაც სატვირთო მანქანა ეკუთვნის, გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.