კანადაში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
კანადაში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

კანადის პროვინცია სასკაჩევანში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია რამდენიმე პირი.

ბორტზე სულ 25 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია West Wind Aviation-ის კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. მიზეზი ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.