კანადაში ჰოკეის 252-საათიანი მატჩი ჩატარდა, ანგარიში იყო - 2649:2528
კანადაში ყინულის ჰოკეის მატჩის ხანგრძლივობის რეკორდი დამყარდა – ის 252 საათი გაგრძელდა და დასრულდა ანგარიშით – 2649:2528.
CBC Sport იტყობინება, რომ მეგა-მატჩი ალბერტის პროვინციის ქალაქ ედმონტონში გაიმართა. 40 მოყვარული ჰოკეისტი ოთხ თებერვალს ორ გუნდად დაიყო და მათ 15 თებერვლის დილამდე ითამაშეს. ისინი ღამითაც არ ჩერდებოდნენ, როცა ჰაერის ტემპერატურა მინუს 55 გრადუსამდე ეცემოდა.
მატჩი საქველმოქმედო მიზნით ჩატარდა. თამაშის მსვლელობისას შეგროვდა თანხა ონკოლოგიასთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო კვლევისთვის. საერთო ჯამში, ორგანიზატორებმა 1.8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩი მაყურებლების გარეშე იმართებოდა.