კანადაში, დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს დაესხა თავს. დაჭრილია სულ მცირე 4 ადამიანი. ინციდენტი ონტარიოს პროვინციაში მდებარე ქალაქ ბრამტონში მოხდა.
ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. მას ოთხი ადამიანის განზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. დანაშაულის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის.