კანადაში აშშ-ის ელჩმა თეთრი ფხვნილისა და მუქარის შემცველი კონვერტი მიიღო
კანადაში აშშ-ის ელჩმა თეთრი ფხვნილისა და მუქარის შემცველი კონვერტი მიიღო. ექსპერტიზის დასკვნამ ფხვნილის შემცველობაში სახიფათო ნივთიერება ვერ აღმოაჩინა. წერილის ავტორი ელჩს მოკვლით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ დიპლომატი საკუთარ თანამდებობას არ დატოვებს.
წერილში მუქარა არის გამოთქმული აშშ-ის პრეზიდენტის მიმართაც. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.