კანადამ ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
კანადამ ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციების სიაში ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული 43 პირი მოხვდა. თითქმის ყველა მაღალჩინოსანია.
კანადამ უკვე დაუწესა სანქციები 70 ადამიანს. კანადა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა.