კანადამ შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ცხრა და ბელარუსის ცხრა მოქალაქე. სანქციები დაუწესდათ ოლიგარქებს – ვლადიმირ პოტანინი, ვიქტორ ვეკელსბერგი, კირილ შამალოვი და ლეონიდ მიხელსონი, ასევე, ბელარუსის თავდაცვის მინისტრის სამ მოადგილეს.
კანადის მთავრობის განკარგულებით, შეზღუდვები ასევე გავრცელდება „ტე-ემ-კას“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელ დმიტრი პუმიანსკიზე და მის მეუღლე გალინა პუმიანსკაიაზე.
სანქციები შეეხება ასევე „რუსარგოს“ მფლობელ ვადიმ მოშკოვიჩს, „მარაფონ გრუპის“ ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინოკუროვს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ იგორ კოსტიუკოვს.
კანადის მიერ შავ სიაში შეყვანილ პირებს აქტივებს დაუყადაღებენ, მათ აღარ შეეძლებათ ბიზნესსაქმიანობის წარმართვა კანადის ტერიტორიაზე და ვერ აიღებენ სესხებს.