კანადამ ქერჩის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა
კანადამ ქერჩის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა.
როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საიტზეა აღნიშნული, შეზღუდვები ორ ფიზიკურ პირსა და ოთხ კომპანიას დაუწესდა.
„რუსეთი შვიდი წლის განმავლობაში სისტემატურად უგულებელყოფდა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს, შეეწყვიტა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. უკრაინის ხალხის იმსახურებს უკეთეს მომავალს, რომლის შექმნა მათ თავად შეუძლიათ, რუსეთის ჩარევის გარეშე“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკ გარნომ.