კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი.

ბოლო გადაწყვეტილებით, „შავ სიაში“ შეიყვანეს რვა ფიზიკური და ორი იურიდიული პირი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და სამართალდამცავი ძალების მაღალჩინოსნები არიან. მათ სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევებისთვის. ასევე სანქცირებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩართული არიან ირანში დრონებისა და ბალისტიკური რეკეტების წარმოებაში. კერძოდ, შეზუდვები შეეხო კომპანია Qods Aviation Industries-ის აღმასრულებელ დირექტორს, გასემ დამავნდიანს და აეროკოსმოსური სამრეწველო ორგანზიაციის დირექტორს, ნადერ ხუნ სიავაშს.

ბოლო მონაცემებით, კანადას სანქციები აქვს დაწესებული ირანის 147 ფიზიკური და 191 იურიდიული პირის წინააღმდეგ.

„მარტივი სიმართლე ის არის, რომ ირანელები ითხოვენ უკეთეს მომავალს. ისინი იბრძვიან თავიანთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, რომ მათმა შვილებმა, მომავალმა თაოაბამ იცხოვროს მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში. მოვუწოდებთ ირანულ რეჟიმს, შეწყვიტოს ირანელი ხალხის სასტიკი დევნა და კეთილსინდისიერად შეასრულოს მათი მოთხოვნები. დროა, დასრულდეს ძალადობის წრე და გაიკვალოს ახალი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება ირანელი ხალხისთვის მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სექტემბერში ირანში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რა დროსაც სამართალდამცველებმა ათასობით მომიტინგე დააკავეს და აქციის რამდენიმე მონაწილე სიკდილით დასაჯეს.