კანადამ ბელარუსში ცხრა ფიზიკურ და შვიდ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
კანადამ ბელარუსში ცხრა ფიზიკურ და შვიდ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ პროტესტის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, კანადის მთავრობამ სანქციები დაუწესა ცხრა ფიზიკურ და შვიდ იურიდიულ პირს, – ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.

სანქციების ქვეშ მოექცნენ მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და ასევე, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის თავმჯდომარე ივან ეისმონტი, ქვეყნის თავდაცვის უწყება, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და სამხედრო წარმოების და ტექნოლოგიების კომპანიები.

„კანადა უმკაცრესად გმობს ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის მიმართ, რამაც გამოიწვია ათასობით ადამიანის სიკვდილი, მილიონობით დევნილი, გლობალური ეკონომიკის მოშლა და გაუარესება; გლობალური პრობლემები, როგორებიცაა სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში ომის მხარდაჭერა.