კანადამ კომპანია Airbus-ს რუსული ტიტანის გამოყენების ნებართვა მისცა
კანადამ კომპანია Airbus-ს, სანქციების მიუხედავად, თვითმფრინავების წარმოებაში რუსული ტიტანის გამოყენის ნება დართო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„Airbus-მა იცის კანადის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და მოიპოვა საჭირო ავტორიზაცია, რათა უზრუნველყოს, რომ Airbus-ის ოპერაციები მოქმედი სანქციების შესაბამისი იყოს“, – განუცხადეს Airbus Canada-ში „როიტერს“.
როგორც „როიტერი“ წერს, კომპანიას სააგენტოსთვის ნებართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც ის დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს იქნება ეს ნებართვა ძალაში.
კანადის მთავრობაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.