კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
კანადა უკრაინას იარაღს უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ტორონტოში უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, კანადა საკუთარი სამხედრო საწყობებიდან უკრაინას გაუგზავნის 21 ათას ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას.
„რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს კიდევ 14 რუსი ინდივიდუალური პირისა და 34 ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. იმისთვის, რომ გავზარდოთ ზეწოლა პუტინის ხელშემწყობებზე ბელარუსში, დამატებით სანქციებს ვაწესებთ ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთან“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, 2022 წლიდან კანადამ უკრაინას 9 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.