კანადა მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს 21 იანვრამდე ახანგრძლივებს
კანადა მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს 21 იანვრამდე ახანგრძლივებს, თუმცა შეზღუდვა ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ ვრცელდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, შეზღუდვების გახანგრძლივების მიზანი პანდემიის გავრცელების შეჩერებაა.
ამასთან, აშშ-დან კანადაში ჩამსვლელებისთვის შეზღუდვები ძალაში 21 დეკემბრამდე დარჩება, თუმცა კანადის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოგვიანებით შესაძლოა, თარიღმა გადაიწიოს.
აკრძალვა არ ეხება კანადის მოქალაქეებს, კანადაში მუდმივ მცხოვრებლებსა და აუცილებელი საჭიროების მქონე მოგზაურებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 372 054 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 037 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.