კამპანია Vote Leave, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს, საარჩევნო კომისიამ დააჯარიმა
დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ კამპანია Vote Leave, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ინიციატივას უჭერდა მხარს, 61 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.
მიზეზი არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ სამართლიანობისა და გამჭვირვალობის კანონდარღვევა გახდა.
საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ კამპანია Vote Leave ჯგუფ BeLeave- თან ერთობლივად მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ არ განუცხადებია. ამასთან, თითქმის 500 ათასი ფუნტით გადააჭარბა კანონით დაშვებული ხარჯების ლიმიტს.
საარჩევნო კომისიამ კამპანია Vote Leave-ის პასუხისმგებელი პირი, დევიდ ალან ჰალსალი 61 ათასით, ხოლო BeLeave-ის აქტივისტი, დარენ გრაიმსი, 20 ათასი ფუნტით დააჯარიმა.